პრეზენტაცია თემაზე:მონღოლები
მონღოლთა იმპერია (ძველმონღ. Yeke Mongγol ulus) – სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში
(1206 წელს)
შეიქმნა
ჩინგიზ-ყაენისა
და
მისი
მემკვიდრეების
დამპყრობლური
ომების
შედეგად.
იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი.
XIII საუკუნის
მეორე
ნახევარში
დაიწყო
იმპერიის
დაშლა,
ულუსებად,
რომელთა
სათავეშიც
იდგნენ
ჩინგიზიდები.
იმპერიის
ყველაზე
მსხვილი
წარმონაქმნები
იყვნენ
ოქროს
ურდო,ჰულაგუიანთა
სახელმწიფო,
იუანის
იმპერია
და
ჩაღატაის
სახანო.
ყუბილაიმ
(1260-1294 წწ.)
1271 წელს,
მთელიჩინეთის
დაპყრობის
შემდეგ
მიიღო
იუანის
იმპერატორის
ტიტული
და
დედაქალაქი
გადაიტანა
ხანბალკში.
XIV საუკუნის
დასაწყისში
ფორმალურად
აღსდგა
იმპერიის
ერთიანობა
და
წარმოადგენდა
დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა
ფედერაციას.
ამავე
საუკუნის
დამლევს
მონღოლეთის
იმპერიამ
არსებობა
შეწყვიტა.
ისტორია
XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური
იყო,
მოახერხა
მონღოლეთის
გაერთიანება
მანჯურიიდან
ალტაის
მთებამდე.
1206 წელს
მდინარე
ონონის
სათავესთან
ახლოს
გაიმართა
ყურულთაი,
რომელზედაც
თემუჩინი
აირჩიეს
დიდ
ყაენად
და
მიიღო
ჩინგიზ-ხანის ტიტული.
გამოცხადდა
დიდი
მონღოლეთის
იმპერიის
შექმნა.
ჩინგიზ-ხანმა, რომელიც
ცნობილი
იყო
თავისი
სისასტიკითა
და
მრისხანებით,
დაიპყრო
დიდი
ნაწილი
აზიისა
და
შექმნა
მონღოლეთის
იმპერია,
ყველაზე
დიდი
იმპერია
მსოფლიო
ისტორიაში.
ყაენის
მემკივიდრეებმა
მისი
იმპერია
გადაჭიმეს
დასავლეთით
პოლონეთამდე,
აღმოსავლეთით
კორეამდე,
ჩრდილოეთით
ციმბირამდე
და
სამხრეთით
ვიეტნამამდე.
იმპერიის
ფართობი
იყო
33,000,000 კმ.(მსოფლიო
მიწის
22%-ი),
მოსახლეობა
100 მილიონი
კაცი.
ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის მუნქეს მმართველობაში (1251-1259 წწ.) მონღოლეთის
იმპერია
თავის
ფარგლებში
აერთიანებდა
მონღოლეთს,
ჩრდილოეთ
ჩინეთს,
კორეას,ტანგუტის
სამეფოს,
ცენტრალურ
და
შუა
აზიას,
ამიერკავკასიას,
ირანს,
ავღანეთსა
და
რუსეთის
მიწების
მნიშვნელოვან
ნაწილს.
მაგრამ
ეს
უზარმაზარი
იმპერია
მოკლებული
იყო
შინაგან
ერთიანობას
და
წარმოადგენდა
სოციალ-ეკონომიკური
და
კულტურული
განვითარების
სხვადასხვა
საფეხურზე
მდგომი
სხვადასხვა
ენაზე
მოლაპარაკე
ხალხების
იძულებით
გაერთიანებას,
ამ
ხალხის
მნიშვნელოვანი
ნაწილი
მიღწეული
დონით
დამპყრობლებზე
მაღლა
იდგა.
მუნქეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო მონღოლეთის იმპერიის დაშლა. პირველად მას ჩამოშორდა ბათო-ყაენისა (მართავდა 1236-1255 წწ.) და ჰულაგუ-ყაენის (მართავდა1256-1265 წწ.) სამფლობელოები.
მათ
შექმნეს
დამოუკიდებელი
ოქროს
ურდო
და
ჰულაგუიანთა
სახელმწიფო,
რომელთაც
სათავეში
ედგნენ
ჩიგიზ-ყაენის შთამომავლები.
მუნქეს მემკვიდრე იყო ყუბილაი (მართავდა 1260-1294 წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა იუანი.
1368 წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთისდედაქალაქი ყარაყორუმი.
წაიშალა
ნაკვალევი
იმ
კულტურული
პროგრესისა
რომელსაც
მიაღწია
მონღოლეთმა
იმპერიის
დროს.
1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში
მონღოლეთის
ბატონობა
დაემხოირანში,
ამიერკავკასიასა
და
შუა
აზიაში.